პაპი ლეო ირანის ომში გამოცხადებულ ორკვირიან ზავს მიესალმება.
განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, დონალდ ტრამპის მუქარას ირანის მოსახლეობის წინააღმდეგ "მიუღებელი" უწოდა.
პაპი მხარეებს მოუწოდებს, გააგრძელონ მოლაპარაკებები რეგიონული კონფლიქტის სრულად დასასრულებლად.
"ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის ბოლო საათების განმავლობაში შექმნილი დიდი დაძაბულობის ფონზე, კმაყოფილებით მივესალმები, ორკვირიანი ზავის შესახებ განცხადებას," განაცხადა ლეომ, პირველმა ამერიკელმა პაპმა. მისი თქმით, ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი".
