შეერთებული შტატები, ირანთან თანამშრომლობით, ამოთხრის და გაიტანს მიწისქვეშ ღრმად განთავსებულ მთელ ბირთვულ "ნარჩენებს". ეს ობიექტები ძალიან მკაცრი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშ (კოსმოსური ძალები!) იმყოფება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი აზრით, რეჟიმის ძალიან პროდუქტიული ცვლილება განიცადა. ურანის გამდიდრება აღარ მოხდება.

შეერთებული შტატები, ირანთან თანამშრომლობით, ამოთხრის და გაიტანს მიწისქვეშ ღრმად განთავსებულ მთელ ბირთვულ "ნარჩენებს". ეს ობიექტები ამჟამადაც და აქამდეც, ძალიან მკაცრი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშ (კოსმოსური ძალები!) იმყოფებოდა. თავდასხმის დღიდან იქ არაფერს შეხებიან. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ და კვლავაც გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ირანისთვის ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქების თაობაზე. 15-პუნქტიანი გეგმიდან ბევრი პუნქტი უკვე შეთანხმებულია", - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.