ბუდაპეშტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე და სამომავლო დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირადად მითხრა მე და მოლაპარაკებების მონაწილეებს - სახელმწიფო მდივანსა და სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს: "წადით და კეთილსინდისიერად იმუშავეთ შეთანხმების მისაღწევად". აი, რა დაგვავალა მან. თუ ირანელები მზად იქნებიან ჩვენთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. მაგრამ თუ ისინი აპირებენ ტყუილს, თაღლითობას ან ამ მყიფე ზავის ჩაშლის მცდელობას, მაშინ მათ კარგი დღე არ ელით.
ჩვენ კვლავაც გვაქვს მძლავრი სამხედრო, დიპლომატიური და, რაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია, არაჩვეულებრივი ეკონომიკური გავლენის ბერკეტები. ამჟამად პრეზიდენტმა მოგვიწოდა არ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები და დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მაგრამ თუ ირანელები იმავეს არ გააკეთებენ, ისინი დაინახავენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ის კაცი არ არის, ვისთანაც ხუმრობა შეიძლება", - აცხადებს ჯეი დი ვენსი.
