პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა - ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრისას, პეზეშკიანმა ისლამაბადში ჩანიშნულ მოლაპარაკებებში ირანის მონაწილეობა დაადასტურა.

შარიფმა პეზეშკიანთან საუბარი შეაფასა, როგორც "თბილი და გულითადი" და დასძინა, რომ ის 45 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.