ორშაბათს დილით, რომის ცენტრში, საიმპერატორო ფორუმებთან ახლოს, აღდგენითი სამუშაოების დროს, შუა საუკუნეების ტორე დეი კონტის კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. მეხანძრეებმა ოთხი მუშა გადაარჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

რომის ისტორიულ ცენტრში, კოლიზეუმთან და რომის ფორუმთან ახლოს მდებარე კოშკი, რომელიც 1238 წელს, პაპმა ინოკენტი III ააგო, რესტავრაციის პროცესში იყო, “იტალიის ეროვნული აღდგენისა და მდგრადობის გეგმის” მიერ ფინანსდება.

მედიის ინფორმაციით, შენობა, დაახლოებით დილის 11:30 საათზე, ნაწილობრივ ჩამოინგრა.

რომის სახანძრო სამსახურმა ადგილზე სამი საგანგებო სიტუაციების რეაგირების ჯგუფი, ორი საჰაერო კიბე და სპეციალიზებული დანაყოფები გაგზავნა. კოშკის თავზე ჩარჩენილი სამი მუშა საჰაერო კიბეების გამოყენებით ჩამოიყვანეს, ხოლო მეოთხე შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ერთი ადამიანი დარჩა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე რომის მერი, რობერტო გალტიერიც იმყოფებოდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდა კაპიტოლიუმის ზედამხედველობის სამსახური.