რუსეთში, ნოვოსიბირსკში, ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა.

რუსული მედიის ცნობით, შენობის დაზიანება, სავარაუდოდ, თოვლის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს.

თვითმხილველების ცნობით, მომხმარებლების ევაკუაცია ჩამონგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე განხორციელდა.