ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, "დიფ სთეითი" ამერიკის საფრთხედ რჩება. ტულსი გაბარდმა საკუთარ მიმართვაში თქვა, რომ "დიფ სთეითის" წარმომადგენლებმა შტატების ინსტიტუტების და დაზვერვის პოლიტიზება მოახდინეს და სახელმწიფო სტრუქტურები მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთარ იარაღად აქციეს.
"ერთი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, მან პირობა მისცა ამერიკელ ხალხს, რომ მისი ადმინისტრაცია დაუპირისპირდებოდა ჩვენი ქვეყნის უდიდეს გამოწვევებს. მან აამოქმედა დღის წესრიგი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა", რომელიც ორიენტირებულია ამერიკის უსაფრთხოებაზე, დაცულობასა და თავისუფლებაზე. სანამ ჩვენ გარე საფრთხეებზე ვართ ფოკუსირებული, ასევე ვაღიარებთ, რომ "დიფ სთეითის" აქტორებისგან კვლავ არსებობს შიდა საფრთხეები. მათ მოახდინეს ჩვენი ინსტიტუტებისა და დაზვერვის პოლიტიზება და ამას საკუთარ იარაღად იყენებენ სწორედ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა დაცვაც ევალებათ", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი.
