იემენში მოქმედი ჰუსიტი ამბოხებული ძალების წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ, X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰუსიტებმა საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთით, იემენის საზღვართან ახლოს მდებარე ნაჯრანის აეროპორტზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.
სარიმ განმარტა, რომ დრონით განხორციელებული თავდასხმა ზუსტი იყო.
მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ჰუსიტების განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
