ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ისლამურ რესპუბლიკას მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული არტერიის ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ირანს "ჯოჯოხეთის მოწყობას" და "ქვის ხანაში დაბრუნებას" ჰპირდება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის პარალიზება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე, შესაძლოა, უკვე ხვალ დადგეს. მისივე განმარტებით, იერიშების შედეგად ირანს აღარ დარჩება არც ხიდები და არც ელექტროსადგურები.
ტრამპმა დაადასტურა, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათზე იწურება.
