ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს, სადაც ირანს შეთანხმების არაკეთილსინდისიერად შესრულებაში ადანაშაულებს.
"ირანი ძალიან ცუდად ახდენს ნავთობის გატარებას ჰორმუზის სრუტეში. ეს არ არის ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ დავდეთ!"- წერს ტრამპი.
მანამდე, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს უწესებდა.
პარალელურად, განცხადება გაავრცელა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის "შურს იძიებს" მამის მკვლელობისთვის და ყველასთვის, ვინც ომში დაიღუპა. განცხადებას ადგილობრივი ირანული მედია ავრცელებს. მოჯთაბა ხამენეიმ განმარტა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის მართვას "ახალ ფაზაში" გადაიყვანს და მოითხოვს კომპენსაციას მიყენებული ზიანისთვის.
