შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხუთკვირიანი კონფლიქტის დასრულების ჩარჩო-დოკუმენტი განიხილეს, თეირანმა კი განაცხადა, რომ სურს ომის სამუდამოდ დასრულება და, ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ჰორმუზის სრუტის სწრაფად გახსნაზე, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში.

ირანმა პაკისტანს გაუგზავნა პასუხი აშშ-ის წინადადებაზე ომის დასრულების შესახებ, რომელშიც უარყოფს ცეცხლის შეწყვეტას და ხაზს უსვამს ომის სამუდამოდ დასრულების აუცილებლობას, - იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA.

სააგენტოს ცნობით, ირანის პასუხი 10 პუნქტისგან შედგებოდა, მათ შორის არის რეგიონში კონფლიქტების დასრულება, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების შესახებ პროტოკოლი, სანქციების მოხსნა და ზარალის ანაზღაურება.

ცნობისთვის, ტრამპი თეირანს "ჯოჯოხეთის" მოწყობით დაემუქრა, თუ სამშაბათს, საღამოს 8:00 საათამდე (00:00 GMT) ვერ მიაღწევდა შეთანხმებას, რაც გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენის საშუალებას მისცემდა.