პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ "ირანი ძალიან დიდხანს დაელოდა მათთვის სასარგებლო გარიგების დადებას და ახლა ისინი ამის ფასს გადაიხდიან!!!" - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ირანის სამხედრო ძალები სრულიად არეულია. მათი უმეტესობა, როგორიცაა საზღვაო ძალები და საჰაერო ძალები, აღარ არსებობს - ისინი მთლიანად დამარცხდნენ. ირანი მხოლოდ ლაპარაკია და არანაირი მოქმედება. ახლო აღმოსავლეთის აგრესორი მკვდარია!!!" - დაწერა ტრამპმა.
