თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.