"პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ. ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იურისტები უკვე მუშაობენ სარჩელზე BBC-ის წინააღმდეგ.
"ფაქტია, რომ ამის უკან დგას პოლიტიკური ინტერესები და სავარაუდო პოლიტიკური დაკვეთა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ და ეს იცით, რომ წინასაარჩევნოდ იყო სიუჟეტში გამზადებული იმისთვის, რომ დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოეხდინათ.
კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის ზღაპარი, რომელსაც ჩვენ გვიყვებიან მედია-სტანდარტებზე, რომელიც თითქოს არსებობს ზოგიერთ ქვეყნებში და რასაც ჩვენ პირიქით ვხედავდით ბევრ მაგალითზე, რომ არის აბსოლუტურად ერთი ხელით მართული პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ერთი კონგლომერაციული გაერთიანებებით იმართება, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება და ამყარებს, მათ შორის, ჩვენს პრეტენზიას BBC-ის წინააღმდეგ.
იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე და რა თქმა უნდა, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ. იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია.
დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის ტრამპის საქმე ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
