ვიდრე საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება, ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში სიძულვილის კამპანია არ წყდება. ამჯერად შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებები ისმის მეუფე შიოს მიმართ.

მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. ასევე რამდენიმე პროპაგანდისტული მედია ცდილობს ხელოვნურად შექმნას თემა თითქოს სინოდში დაპირისპირება. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ამ კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პროცესის დაზიანება და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, მეუფე შიოს მიზანმიმართულად ხვევენ ბინძურ კამპანიაში.

"ფარისევლები მრავლად არიან, ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბიძნურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში შეიტანონ დისონანსი, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება ბინძურად აფათურონ ხელები შიდა საქმეებში,"- აცხადებს ნინო წილოსანი.