პარიზში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, მეხანძრეებს დაახლოებით 400 ადამიანის ევაკუაცია მოუწიათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას, რომელიც დაახლოებით 10:20 GMT-ზე სასტუმრო "ბრისტოლის“ სარდაფში გაჩნდა, ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

ცნობისთვის, სასტუმრო ელისეის სასახლის მახლობლად მდებარეობს და მას მსოფლიო ლიდერები ხშირად სტუმრობენ.