ირანი არ დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას და მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დაწყება "ალოგიკური" იქნება, იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Fars News-ი დიპლომატიურ სიტუაციაში ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით, - წერს CNN-ი.

"Fars News-თან საუბრისას, ინფორმირებულმა წყარომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკუთარი მიზნების მიღწევის უუნარობაზე მიუთითა და განაცხადა: "ირანი არ ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას. პრინციპში, ასეთ პროცესში შესვლა მათთან, ვინც შეთანხმება დაარღვია, არალოგიკურია", - წერს CNN-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

Fars News-ი ასევე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანი ომის დასრულებამდე თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევას აპირებს.