NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ირანთან ომში დონალდ ტრამპის უპირობო მხარდაჭერით ევროპული დედაქალაქების გაღიზიანება გამოიწვია, - წერს Financial Times-ი.
მედიის ცნობით, აღნიშნულმა NATO-ში დაძაბულობა გაამწვავა იმის შესახებ, თუ რამდენად შორს უნდა წავიდნენ ალიანსის უმსხვილესი წევრის მიმართ დათმობებზე.
"ეს ძალიან უხერხულ და არაკომფორტულ მდგომარეობაში გვაყენებს", - თქვა ერთ-ერთმა ევროკავშირის დიპლომატმა. "ჩვენ გვსურს ნების გამოხატვა, მაგრამ ასევე მართალია, რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რაიმე ფორმით ჩავერთოთ [კონფლიქტში]", - დასძინა მან.
ცნობისთვის, კონტინენტი კონფლიქტით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკს ებრძვის, რაც ტრანსატლანტიკურ ალიანსს კიდევ უფრო ამძიმებს.
