პენტაგონი, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის არმიის ელიტური 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცს გაგზავნის, - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გავლენიანი მედია წერს, ეს აშშ-ის სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის დამატებითი ნაბიჯი იქნება, მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეირანთან ომის დასრულების შესაძლო შეთანხმებას განიხილავს.
18 მარტს, Reuters-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა ათასობით დამატებითი ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების საკითხს, რაც გააფართოებდა მის შესაძლებლობებს და ირანში ჯარების განლაგების საშუალებას მისცემდა.
"ასეთმა ესკალაციამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს ფსონები კონფლიქტში, რომელიც მეოთხე კვირაა მიმდინარეობს და მსოფლიო ბაზრები შეარყია", - წერს მედია.
Reuters-ი განმარტავს, რომ წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ ახლო აღმოსავლეთის რომელ ნაწილში განლაგდებიან ჯარისკაცები ან როდის ჩავლენ ისინი რეგიონში. ჯარისკაცები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფორტ ბრაგში არიან დისლოცირებულები.
