უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სანამ უკრაინა "დრუჟბას“ მეშვეობით უნგრეთს ნავთობს არ მიაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს.
"სანამ უკრაინა ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შევინარჩუნებთ ბენზინის შეღავათიან და შემცირებულ ფასებს", - აღნიშნა ორბანმა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმატებით ვიცავთ თავს უკრაინული შანტაჟისგან "დაცული ფასების" წყალობით, უნგრელები გაზში ყველაზე დაბალ ფასებს იხდიან, ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რათა დავანგრიოთ ნავთობის ბლოკადა და უნგრეთისთვის უსაფრთხო ენერგომომარაგება უზრუნველვყოთ", - აცხადებს ორბანი.
