"გადიან სადღაც, რომელიმე რეგიონში და ისევ და ისევ ხვდებიან ერთმანეთს", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციური ალიანსის რეგიონული შეხვედრების შესახებ განაცხადა.

არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას.

"გაზაფხულდა და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გავიდა რეგიონებში და ერთმანეთს შეხვდნენ. ეს არის რეალობა, რომელსაც ცდილობენ საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს რეგიონებში ხალხს ელაპარაკებიან.

როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად ნიკა გვარამიას დამქაშები ჩავიდნენ კახეთში და კახელ გლეხს ესაუბრონ ღვინოზე. როგორ შეიძლება, ჩავიდნენ ბორჯომში და ბორჯომის წყალზე ისაუბრონ, როდესაც ისეთი განცხადებები აქვთ გაკეთებული, რომლის გამეორებაც კი არაეთიკურია.

რა თქმა უნდა, არაფერი სასაუბრო არ აქვთ და ამიტომაც არის, რომ პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობის კიდე ერთი მაგალითი აქვთ. გადიან სადღაც, რომელიმე რეგიონში და ისევ და ისევ ხვდებიან ერთმანეთს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.