ბრაზილიაში, ქალაქ ბელუ-ორიზონტში, მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას, ფაქტის ამსახველ კადრებთან ერთად Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავში 5 ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილებს შორის თვითმფრინავის ორივე პილოტი და ერთი მგზავრი არიან. კიდევ 2 მგზავრი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, შენობის არც ერთი მაცხოვრებელი არ დაშავებულა და შენობას სტრუქტურული ზიანი არ მიუღია.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სამ სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახებოდა.