ირანის პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, "ირანს კარგად ესმის, რომ სტატუს კვოს შენარჩუნება ამერიკისთვის მიუღებელია; და ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია", -ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ჰორმუზის სრუტეში ახალი მდგომარეობა ყალიბდება. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები საფრთხეს უქმნიან საზღვაო და ენერგოტრანზიტის უსაფრთხოებას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებითა და ბლოკადით; რა თქმა უნდა, მათი დანაშაულებრივი ქმედებები დროთა განმავლობაში შემცირდება", - წერს ღალიბაფი X-ზე, თეირანის მიერ სრუტეზე კონტროლის გამოცხადებაზე საუბრისას.
ორშაბათს, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაიწყო მისია "თავისუფლება", რომლის მიზანია უზრუნველყოს კომერციული გემების შეუფერხებელი გავლა ჰორმუზის სრუტეში.
ირანის მაღალჩინოსნებმა აშშ გააფრთხილეს, რომ ოპერაციამ შეიძლება საბრძოლო მოქმედებების ახალი რაუნდი გამოიწვიოს.
ორშაბათს, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ირანი მის ტერიტორიაზე ახალი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა.
