თეირანსა და პეკინს შორის მიმდინარე დიპლომატიური კონსულტაციების ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი დღეს ჩინეთს ეწვევა - ინფორმაციას CNN-ი ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, პეკინში ვიზიტის დროს, არაღჩი თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება, სადაც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.
CNN-ის ინფორმაციით, არაღჩის ვიზიტი ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტამდე გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს 14 მაისს, ორდღიანი სამიტის ფარგლებში შეხვდება.
ტრამპი თავდაპირველად პეკინში ვიზიტს მარტის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ირანთან აშშ-ისრაელის ომის გამო გამგზავრება გადადო.
