იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000, 2000, 10000 ადამიანში და არ შეიძლება, ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?, - ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მას მოუწოდეს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდეს და ხალხს დაელაპარაკოს.

„ბატონო დევი [ჭანკოტაძე], აი, თქვენ მოგმართეთ, მე მართლა არ ვიზამდი, რომ თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი დაორგანიზებულია და როგორ, თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, ახლა წამოდი იმ აქციაზეო, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება ათას, 2 ათას, 10 ათას ადამიანში და არ შეიძლება. მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევდა. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. ეს როგორ შეიძლება? ეგ არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? კაი, მე თავი რომ გადავდო და რომ შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით, არგუმენტებით ქართულია, მერე რას შვრებით ხალხო? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.