საზოგადოებრივი სივრციდან გამქრალი დებატები, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სატელევიზიო ეთერში დაბრუნდა. პირველი საჯარო დებატი "რუსთავი 2-ის" ეთერში უკვე შედგა, შემდეგი გადაცემა კი ფასებს დაეთმობა. დებატებში პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ოპონენტების კითხვებს უპასუხებენ. ჩვენი არხის კარი ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ადამიანისთვის ღიაა. "რუსთავი 2-ის" ეთერში, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, დებატები გაიმართება.

"მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს, მათ შორის მედიაში და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა არგუმენტირებულად იკამათონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ კი საზოგადოებამ შეაფასოს, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე, ვისი არგუმენტი არის უკეთესი. "ქართული ოცნების" პოლიტიკა, "ქართული ოცნებისვე" გადადგმული ნაბიჯები არის ყველანაირად დასაბუთებული და არ აქვს არავითარი ხარვეზი, არც საკანონმდებლო კუთხით, არც საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის კუთხით და პირიქით, ემსახურება ქართულ საზოგადოებას", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.