"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასი სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარე ძალების მხრიდან ისე არის დღემდე მხარდაჭერილი, მათ შორის, ევროკავშირის რეზოლუციებით და გათავისუფლების მოთხოვნით, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ამდენს ტლიკინებს!"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, რომელიც მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ უამრავი მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ქონების ჩამორთმევის და ათასი სასტიკი დანაშაულის ავტორი, რომლის წინააღმდეგაც სტრასბურგის სასამართლოს 100 ვერდიქტი არსებობს, გარე ძალების მხრიდან ისე არის დღემდე მხარდაჭერილი, მათ შორის, ევროკავშირის რეზოლუციებით და გათავისუფლების მოთხოვნით, რომ ელიტური კორუფციის საქმეზეც კი ამდენს ტლიკინებს!
წლების განმავლობაში ასეთ აგენტურას იფარავდა და აქეზებდა “გლობალური ომის პარტია” და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათი თეორიული მობრუნების შემთხვევაში არა მხოლოდ ომს, არამედ საკუთარი მოქალაქეების ქუჩაში მასობრივ დახოცვასაც კი არ მოერიდებიან.
უკვე საკმარისზე მეტი საფუძველია ამის სათქმელად…
იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია შეძლებს შეასუსტოს მაინც “დიფ სთეითის” გავლენები, სხვა შემთხვევაში ბრძოლა ძალიან რთული იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, აქაც სიმართლე, გონიერება და ეროვნულობა გაიმარჯვებს!" - წერს რატი იონათამიშვილი.