ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს, სადაც მსჯავრდებული ექსპრემიერი პრემიერობის პერიოდზე წერს და ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-საზოგადოებრივი წარმატებები პირადად მისი დამსახურებაა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილები მისი მხრიდან ძალაუფლების და ფულის შენარჩუნების სურვილს ემსახურება.

"რაც შეეხება ღარიბაშვილის ამ წერილებს, მისი მიზანია ძალაუფლების და ფულის შენარჩუნების სურვილი და სურვილი, რომ დროზე ადრე დატოვოს ციხე და შეძლოს რამენაირად რეაბილიტაცია" - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილი.