"უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი" გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო "განცდილი სირცხვილი" და "ბომბების ცეცხლის" ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ "შესაძლებლობის ფანჯრით", რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი.
"უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი" გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო. კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები - "ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა". ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო "განცდილი სირცხვილი" და "ბომბების ცეცხლის" ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ "შესაძლებლობის ფანჯრით", რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი. ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც. ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად", - წერს პაპუაშვილი.
