დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის. უთანხმოების მიზეზი ამჯერად ნიკა მელიას განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილი წითელი ხაზია და მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

"იმ პოლიტიკოსთან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული მიწოდა, ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. თქვა მელიამ სასამართლო პროცესზე. პასუხად, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. "როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი", სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი", - წერს სააკაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყნის გადარჩენისთვის ძალა ერთობაშია და ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს.

"თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ, რომ არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის, ძალა მართლაც ერთობაშია. ამის გარეშე ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.