იტალიაში, ქალაქ ბორგო ვირჯილიოში, 56 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დედის პენსიის მისაღებად, წლების განმავლობაში თავის დედად ასაღებდა თავს და ქალის ტანსაცმელიც კი ჩაიცვა. პოლიციამ თაღლითობა გამოავლინა და მამაკაცი დააკავა.
თაღლითობა მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მამაკაცი ქალის ტანსაცმელში გადაცმული მივიდა რეესტრში და გრაციელა დალიოდ, საკუთარ დედად ასაღებდა თავს. რეესტრის ოფისის თანამშრომელმა ეჭვი შეიტანეს "ქალის" გარეგნობაში და პოლიცია გამოიძახეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალი 3 წლის გარდაცვლილი აღმოჩნდა და ამ დროის განმავლობაში, პენსიას მისი ვაჟი იღებდა, რომელმაც 53 000 ევრო მიითვისა.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ 56 წლის მამაკაცი დააკავა, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, სამართალდამცველებმა ქალის მუმიფიცირებული სხეული იპოვეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ამას ზუსტად გამოძიება დაადგენს.
