პარლამენტში, "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენა ცოტა ხნის წინ დასრულდა. იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი.
პარლამენტის არჩევნები, თვითმმართველობის მსგავსად, მხოლოდ ქვეყნის საზღვრებში ჩატარდება. მმართველ გუნდში აქცენტს აკეთებენ ინფორმირებული და მიუკერძოებელი არჩევანის მნიშვნელობაზე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 4 წელიწადში ერთხელ, მხოლოდ საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი, რათა ყოველგვარი სპეკულაცია თავიდან იყოს არიდებული.
"მხოლოდ სამშობლო იძლევა აუცილებელ რესურსს იმისთვის, რომ პოლიტიკური მდგენელის, თუნდაც მცირე დროის განმავლობაში, საქართველოში ჩამოსვლის მერე, პოლიტიკური მდგენელის კარგად გააზრების შედეგად, ნებისმიერმა მოქალაქემ, იქნება ეს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და საკუთარ გადაწყვეტილებაში იყოს დარწმუნებული. ეს გადაწყვეტილება იყოს დაცდილი, როგორც პირდაპირ ზემოქმედებისგან, ასევე იყოს გათვითცნობიერებული შეგნებული და გააზრებული გადაწყვეტილებით.
4 წელიწადში ერთხელ, მხოლოდ საქართველოში იქნება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი. ეს იმისთვის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია თავიდან იყოს არიდებული. "ართმევენ საარჩევნო უფლებებს" - ეს არის ტყუილი, თითიდან გამოწოვილი სიცრუე და მასზე აგებული ნარატივი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
