აზიაში ძლიერი წვიმების, წყალდიდობებისა და მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ტაილანდსა და ვიეტნამში სტიქიას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა, დაზარალებულ რეგიონებში წყალმა დაფარა დასახლებები, საქალაქთაშორისო მაგისტრალები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ქვეყნებში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ. ასობით ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.
