ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება "კრედიტ სუისთან" დავაში, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

სასამართლო კომიტეტმა ბერდმუდასა და სინგაპურის წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.

"კრედიტ სუისმა" "ქართული ოცნების" დამფუძნებელს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. მმართველ გუნდში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და წლების განმავლობაში მიმდინარე შანტაჟზე საუბრობენ. მათივე თქმით, ის კვლავ იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საქართველოს ბედი ერთმა კაცმა გადაწყვიტა.

"ერთმა კაცმა გადაწყვიტა მილიონობით ქართველის ბედი და საგარეო პოლიტიკის შეცვლა საკუთარი ფულის გამო. თუ ივანიშვილს სურს, რომ არ იყოს დასანქცირებული, მას აქვს ძალიან მარტივი გზები: ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ის აღარ იქნება სანქცირებული ამას ღიად ამბობს ევროპაც და ამერიკას, არაფერი მისტიკური ამაში არ არის", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.