ირანის ბირთვული პროგრამა ისე განადგურდა, "როგორც არასდროს არავის უნახავს" - აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა არ გამორიცხა, რომ თუ თეირანი მშვიდობისკენ ნაბიჯებს გადადგამს, შესაძლოა, ირანს სანქციები გაუუქმოს.

საპასუხო განცხადებები გაკეთდა თეირანშიც. მაღალი რანგის ირანელი დიპლომატი ამბობს, რომ "თუ ამერიკას ირანთან მოლაპარაკებების აღდგენა სურს, უნდა გამოირიცხოს შემდგომი იერიშები".

ამავე წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით თეირანს მოლაპარაკებების სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ზიანის მიუხედავად ირანი, გამდიდრებული ურანის წარმოების რამდენიმე თვეში შეძლებს.