პარტიის "მოქალაქეები" დამფუძნებელი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის "ძლიერი საქართველოს" და გიორგი გახარიას გუნდის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი იქნება.
ელისაშვილი სხვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა "ლელოში" გუშინ უკვე ითქვა, რომ ელისაშვილის კანდიდატურაზე მსჯელობა მიმდინარეობს. პარტიები პრეზენტაციისთვის ემზადებიან.
"31 მოვა, აღდგომა და ხვალეო... ვნახოთ, აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია. ორი დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ, თუ ვის წარადგენენ საერთოდ. ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.