მარნეულში 40 წლამდე კაცი მოკლეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ნიზამი განჯევის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
ცნობილი ხდება, რომ დამნაშავემ მიმალვა მოასწრო.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.