ჯარისკაცის მკვლელობა სამხედრო ბაზაზე. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ერთ-ერთი ახალწვეული გარდაიცვალა.

რა გახდა ავტომატური იარაღიდან გასროლის მიზეზი, გაურკვეველია - არ არის გამორიცხული,  უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით მომხდარიყო. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა - გარდაცვლილი მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

ჩემი შვილი წამართვეს. ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ. დავიღუეპეთ. ღმერთმა დაწყევლოს. რა დააშავა ჩემმა შვილმა ან რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში? გამირკვიეთ, გთხოვთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს, - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

წყარო: "მთავარი არხი"