37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის, ერთდროულად, გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები.
9 აპრილის მოვლენების მონაწილის, ლელა ვეფხვაძის განცხადებით, მისთვის 9 აპრილი ყველაფერი, რაც მას სულს უკაწრავს და უხალისებს.
"გამოცხადდა, რომ სანთლები აგვენთო, სანთლებით და ლოცვით შევხვედროდით ტანკებს, როლებიც რუსთაველზე შემოვიდა. 9 აპრილი არის ყველაფერი - ჩემთვის 9 აპრილი არის ტკივილი, ერთიანობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემთვის 9 აპრილი არის ყველაფერი, რაც მე სულს მიკაწრავს და მიხალისებს", - აცხადებს ლელა ვეფხვაძემ.
