ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ სადემონსტრაციო გადაფრენა შეასრულა.

სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობდა 12 საფრენი აპარატი, მათ შორის - 3 სატრანსპორტო, მრავალფუნქციური შვეულმფრენი, 4 საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენი და 5 საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი.