ერთი პირი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად .
როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. სხვა დეტალები უცნობია.
ერთი პირი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად .
როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. სხვა დეტალები უცნობია.
1769172346
მედიის ცნობით, ყველა იურიდიული პროცესების დასრულების შემდეგ, ოჯახი ცხედრის სამშობლოსი გადასვენებას შეძლებს.სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დნმ-ის ტესტირებამ დაადასტურა, რომ ბოსფორში ნაპოვნი ცხედარი ნიკოლაი სვეჩნიკოვს ეკუთვნის.29 წლის სპორტსმენმა, ნიკოლაი სვეჩნიკოვმა, 24 აგვისტოს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე ცურვაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მამაკაცი ფინიშთან არ მისულა. მისი გაუჩინარება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შენიშნეს.
1769168309
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, მოწვეულ იქნეს საყოველთაო-სახალხო პლებისციტი შეკითხვით - გინდათ თუ არა გაწევრიანება ევროკავშირში და გსურთ თუ არა გაწევრიანება NATO-ში? ეს ახალი ობიექტური რეალობაა. ჩვენ ვნახეთ NATO-ში გაწევრიანების სურვილმა რა შედეგები მოუტანა უკრაინას. ჩვენ ვხედავთ, როგორი "მადლიერებით" დააფასა ევროკავშირმა და NATO-მ საქართველოს ერთგულება და ის თავგანწირვა, რომელიც საქართველომ ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. შესაბამისად, დაე, ხალხმა გადაწყვიტოს", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
1769165451
ულეშიკისა და გიოქსუს მდინარეების ადიდების გამო, გზაზე რამდენიმე მანქანა გაიჭედა. მედიის ინფორმაციით, დაიტბორა სათბურებთან ახლოს მდებარე სახლები, სადაც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულები ცხოვრობდნენ. ზოგიერთი დაზარალებული მძიმე ტექნიკის გამოყენებით მეხანძრე-მაშველებმა და მუნიციპალურმა სამსახურებმა გადაარჩინეს.მედიის ცნობით, რეგიონში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შეფასება დაიწყო.
1769163816
"მე ვიტყოდი: მიიღეთ ასპირინი, თუ გსურთ გულის დაცვა, მაგრამ ნუ მიიღებთ ასპირინს, თუ არ გსურთ სისხლჩაქცევები", - თქვა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე და დასძინა: "მე ვიღებ ასპირინის მაღალ დოზას და როდესაც მაღალ დოზას იღებ, ამბობენ, რომ სისხლჩაქცევები გიჩნდებათ. ექიმმა მითხრა: "ბატონო, ამის მიღება არ გჭირდებათ, თქვენ ძალიან ჯანმრთელი ხართ". მე ვუთხარი: "არ მინდა რისკზე წასვლა", - განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1769159619
"ეს კანონი, რომ არგამოცხადება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, ჩვენს ხელისუფლებას რომ მიეღო, მაშინ ჯერ კიდევ იქნებოდა რაღაც საკითხები, რომ აგერ, წინასწარ გაამზადეს ეს პლატფორმა და მერე ხელოვნურად შექმნეს ის სიტუაციები, რომ ისინი არ მოსულიყვნენ, მერე კი ადგნენ და დააპატიმრეს ეს ხალხი. ეს დანაწესი სისხლის სამართლის კოდექსში არის 17-18 წელია, შეიძლება მეტიც. ამ რეგულაციას ჩვენს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი და გამოიწვია კიდევაც. თქვენ თუ გახსოვთ, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა, მოვუწოდებდით, რომ ეს ძალიან ცუდად დამთავრდება, კანონი იმოქმედებს და ვთხოვდით კიდეც, რომ მოსულიყვნენ და თავიანთი არგუმენტები წარმოედგინათ. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაწყვიტა და მოვიდა კიდევაც. რაც იქ ილაპარაკა გახარიამ, მაინც და მაინც ჩემთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა და ამ დაპატიმრების რეჟიმს არ მიჰყვა. რატომ უბრძანეს მათმა პატრონებმა, რაში სჭირდებოდათ მათი ციხეში ყოფნა ან თვითონ რაში სჭირდებოდათ ციხეში წასვლა, რატომ ეგონათ, რომ ქართველი ხალხი აღშფოთდებოდა მათი დაპატიმრებით, არ ვიცი, საიდან გაუჩნდათ ასეთი ილუზია, მაგრამ ეს შეცდომა მათ დაუშვეს", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
1769159576
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
1769159338
"ირანის მიმართულებით, ჩვენი დიდი ფლოტი მიემართება. დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, რა მოხდება. 837 ადამიანი ხუთშაბათს უნდა ჩამოეხრჩოთ, მე ვუთხარი, თუ ამას გააკეთებდნენ, ძლიერად დავარტყამდით. რაც თქვენს ბირთვულ ობიექტებს დავმართეთ, ამასთან შედარებით, ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ - მეთქი. ამის გამო, ეს საშინელება აღსრულებამდე ერთი საათით ადრე შეაჩერეს. კი არ გადადეს, არამედ გააუქმეს. ეს კარგი ნიშანია. თუმცა, ჩვენ გვყავს არმადა, გვყავს მასიური, ძალიან მასიური ფლოტი, რომელიც უკვე დაიძრა. შესაძლოა, მისი გამოყენება არ დაგვჭირდეს, ვნახოთ", - აღნიშნა ტრამპმა.
1769157334
"ნებისმიერ თემაზე ყოველთვის ვიყავით მზად, დავდოთ ბეჭებზე "ქართული ოცნება" დებატებში, მაგრამ დღევანდელ დღეს, რა თემები არის იცით - მიტაცებული არჩევნები, სინდისის პატიმრები, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა - ამაზე სასაუბროდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" მზად არ არის. "ქართული ოცნების" თამაში თუ იქნება, არავინ აპირებს, რომ ამ თამაში აჰყვეს. ჩვენ შინაარსობრივად ყოველთვის მზად ვართ, რომ "ქართული ოცნება" დებატების კუთხით გავანადგუროთ," - განაცხადა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.
"მოულოდნელი იყო და გახარებული ვარ ძალიან" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს
1768908433
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
1768395693
როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1768820922
საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს - მის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება
1768303862
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
1768567522