"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ,ნიკა მელია დააკავეს. ამის შესახებ  კოალიციის ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"ნიკა მელია დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან. არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!"" - წერს ნიკა გვარამია.

 

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი "tv პირველთან" აცხადებს: "რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არცერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე".

გავრცელებული ინფორმაციას ჩვენ   შინაგან საქმეთა სამინისტროსში ვაზუსტებთ. უწყებიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე, მას მკითხველს გავაცნობთ.

 

ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო დაბარებული. თუმცა არ გამოცხადდა.

 

"ჩემი დღევანდელი პროცესი.არც პროკურორები მივიდნენ“მოსართლემ” შემდეგი სხდომა ხვალ 14:00 ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო, ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ." - დაწერა ნიკა მელიამ დღეს "ფეისბუკში".