ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ზეწარში გახვეული ახალშობილი მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ჩვილი ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.