ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია. ამასთან, მძიმედ დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე პირი.

“საშინელება დატრიალდა დღეს დილით…. მამა ადგილზე დაიღუპა, შვილი აპარატზეა და სიკვდილს ებრძვის”, _ გვეუბნება წყარო.

ჩვენი ინფორმაციით, მამა-შვილი სამეგრელოდან ბათუმში სავაჭროდ იყვნენ წასულები.

წყარო: "გურია ნიუსი"