"მეწყრული პროცესები განვითარდა და 10-ზე მეტი ოჯახია ევაკუირებული... გეოლოგები მუშაობას დილიდან დაიწყებენ", - ამის შესახებ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი საუბრობს, რომელიც მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ სურამში ჩავიდა.

 

ამ ეტაპზე რაღაც მეწყრული პროცესები განვითარდა და პირველი ეტაპი რაც არის, უნდა მოვახდინოთ და მოხდა უკვე მოქალაქეების ევაკუაცია. მერიას ვისაც არ აქვს ვთქვათ საშუალება, რომ ნათესავთან გადავიდეს და რაღაც, რამოდენიმე მოქალაქე და ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში. დანარჩენი უკვე გეოლოგების შესწავლის საკითხია და უკვე დილიდან დაიწყება ეს პროცესი და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მობილიზებულია აქ პოლიცია, არის საგანგებო სამსახური მობილიზებული და ყველა შესაბამისი უწყება არის ინფორმირებული ამის შესახებ. პირველი ეტაპი, აუცილებელი რაც არის, ეს არის ხალხის ევაკუაცია, რაც ახლა ხდება.

დაახლოებით 10-ზე მეტი ოჯახია გაყვანილი ამ ზონიდან და მაინც, უსაფრთხოების მიზნით, ქვედა მხრიდან გაგვყავს კიდევ ოჯახები

დაახლოებით 1,5 საათია დაიწყო ეს პროცესი. გეოლოგები უკვე იყვნენ ასულები, დაათვალიერეს, გადაიღეს ფოტომასალა, გადაგზავნეს თბილისში... დილიდან სამუშაოს მეტი შესაძლებლობა იქნება და დილიდან დაიწყებენ მუშაობას, - ამბობს თენგიზ ჩიტიაშვილი.

"მთავარი"