სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებული ქალი თავისუფალია,- ინფორმაციას სოციალურ ქსელში,  ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

,,ნატო ხელაძე თავისუფალია!!!

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე განთავისუფლდა პატიმრობიდან !! რაც შევძელი ეს არის. მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს! გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება....

 

მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. 

 

მძიმე ღამე ელის.ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული....უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის.” წერია ადვოკატის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით აპრილის დასაწყისში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ბრალდება მოეხსნა.

მკვლელობის ბრალდებით ქალის ძმაა დაკავებული.