მლეთაში, გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-ამდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.