როგორც უკვე ვწერდით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აცხადებენ, ჟღენტის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან მაშველებმა მსუბუქი დაზიანებებით 1 პირი გამოიყვანეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.
