რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
