"15:00 საათზე მოხდება გადასვენება. მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი, მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად, კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, წესის აგებაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას.

"15:00 საათზე მოხდება გადასვენება. მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი, მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად, კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის.

წესის აგებაში სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას და სამწუხაროდ, იყო გავრცელებული არასწორი ინფორმაცია - არასდროს, არსად, არც ერთ დონეზე არ იყო შეთანხმებული, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქ ლიტურგია უნდა წაეყვანა", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.